როგორც ცნობილი სააგენტო РБК წერს, სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი იური ნიკიფოროვი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „ინტერფაქსის“ გენერალურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ალექსეი გორშკოვმა დაადასტურა.
„ჩვენი რედაქტორი, რომელიც მოსკოვის ოლქში სოციალურ-ეკონომიკური თემებით იყო დაკავებული, გუშინ ღამით მკვდარი იპოვეს“, – განაცხადა გორშკოვმა.
ვრცელდა ინფორმაცია თვითმკვლელობაზეც, მაგრამ როგორც მისი თანამშრომლები აცხადებენ, მსგავსი ნიშნები მათ არ შეინიშნავთ.
იური ნიკიფოროვი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი მეუღლემ იპოვა.