ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ბათუმში, ფიზიკურ პირზე ყალბი ფულის – 3 000 აშშ დოლარის გასაღება მოახდინა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 30 ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

იტვირთბა....