ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლვოვის სასამართლომ სააკაშვილის მხარდამჭერს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ლვოვის სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად პირის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა, მესაზღვრეებზე ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევა ედება.

ცნობისთვის, 10 სექტემბერს, სააკაშვილის მხარდამჭერებმა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სამართალდამცველების კორდონი გაარღვიეს და ის უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. შედეგად, ცნობილი გახდა, რომ 8 მესაზღვრე და 13 პოლიცეილი დაშავდა. სააკაშვილი კი ლვოვში მივიდა.

იტვირთბა....