ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებული მეზღვაურის ოჯახის წევრზე დაყრდნობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ლიბიაში დაკავებულ გემზე, ეკიპაჟის 11 წევრიდან სამი ქართველია.
“ლიბიაში 29-30 აგვისტოს ცხელ კვალზე დააკავეს პატარა ზომის ტანკერი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა. ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის სამი ქართველი იმყოფება ქალაქ ტრიპოლის ციხეში. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო კოორდინირებულად ვმუშაობთ”, – განუცხადა პირველ არხს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ.