ახალი ამბები მთავარი სამართალი

”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ამ ეტაპზე ბრალდების მხარე არ განიხილავს”

“ცენტრ პოინტის” საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიის   დამფუძნებლებთან, მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ამ ეტაპზე ბრალდების მხარე არ განიხილავს. ამის მიზეზი კი პროკურორის თქმით, მენაშენეების  პრეტენზიებია.  ამასთან, როგორც პროკურორი აღნიშნავს, ამ საკითხზე პროკურატურასთან აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

”საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან აქტიური მოლაპარაკებებ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ განიხილება. როგორც ისინი აცხადებენ, მოლაპარაკებები აქვთ ინვესტორებთან. გარკვეულწილად შედეგი აქვთ და ვფიქრობ, თვის ბოლოს ინვესტორთან შეთანხმება შედგება.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს იმ პირობის გამო, რომ ჯერჯერობით მშენებლობა არ დაწყებულა და მენაშენეებს პრეტენზია აქვთ. ამიტომ საქმეზე გავაგრძელებთ არსებით განხილვას, რაც მიმდინარეობდა ”მიონის” და ”მაგნოლიას” საქმესთან დაკავშირებით”,- განაცხადა დავით გუმბერიძემ.

იმ შემთხვევაში, თუკი ინვესტორთან მოლაპარაკებები შედგა, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებთან, პროკურორი ამბობს, რომ მთავარი პირობა მენაშენეების დაკმაყოფილებაა.

შეგახსენებთ, რომ “ცენტრ პოინტის” საქმის 4-წლიანი დავა რამდენიმე თვის წინ დამფუძნებლებისთვის 4-წლიანი სასჯელით დასრულდა. სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილი. თავად მაია რჩეულიშვილის დაპატიმრება კი განაჩენამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.

 

იტვირთბა....