სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-8 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ოქიტაშვილი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ კანდიდატურას ირაკლი პეტრიაშვილიც მოხსნის. ოქტიაშვილის თქმით, ყრილობაზე ის პეტრიაშვილს გადადგომისა და კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს.
ყრილობაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს, შემდეგ კი პროფკავშირული აქტივის მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. პროფკავშირების 213 დელეგატიდან ყრილობაში 194 მონაწილეობს.
პროფკავშირების კულტურის სახლში პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობა იწყება. 219-მა დელეგატმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.
გამარჯვებული დღესვე ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.