ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაფერი რაც ჩემს წინააღმდეგ ითქვა, დელეგატებმა საკუთარ შეურაცხყოფად მიიღეს”

პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით,  გაერთიანების თავმჯდომარის დღევანდელი არჩევნები,  ეს არის ტესტი პროფკავშირებისთვის, თუ რამდენად წინ არის, რამდენად მაღლა დგას და ახლოს არის ცივილიზებულ სამყაროსთან.  მისი თქმით, დელეგატები მზად არიან, დაიცვან ორგანიზაციის თავისუფლება.

“ყველაფერი რაც ჩემს წინააღმდეგ ითქვა, დელეგატებმა საკუთარ შეურაცხყოფად მიიღეს. ისინი არიან მზად იმისთვის, რომ დაიცვან ორგანიზაციის თავისუფლება. ეს გახლავთ ტესტი პროფკავშირებისთვისაც, თუ რამდენად წინ არის, რამდენად მაღლა დგას და ახლოს არის ცივილიზებულ სამყაროსთან. მჯერა რომ ამ ყველაფერს საბოლოოდ წერტილი დაესმება. ჩვენი დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვა, ჩვენი ცივილიზებული სამყაროსკენ სწრაფვა სწორედაც რომ დაიწყება პროფკავშირებით იმიტომ, რომ ამ ყველა სიბინძურეს გასცემენ პასუხს”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-8 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს.

ყრილობაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს, შემდეგ კი პროფკავშირული აქტივის მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

პროფკავშირების 213 დელეგატიდან ყრილობაში 194 მონაწილეობს.
პროფკავშირების კულტურის სახლში პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობა იწყება. 219-მა დელეგატმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.
გამარჯვებული დღესვე ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

იტვირთბა....