ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს: მეხანძრე-მაშველები პრემიას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეხანძრე-მაშველები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ, პრემიას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი თავდადებისთვის, უკლებლივ ყველა მათგანი, წახალისების სახით, ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

“მიმდინარე წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი თავდადებისთვის, უკლებლივ ყველა მათგანი, წახალისების სახით, ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება”,-აცახდებენ სამინისტროში.

 

იტვირთბა....