ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამგებელი და გამგეობის თანამშრომლები ფულად ჯილდოს მიიღებენ

აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი ფულად ჯილდოს მიიღებენ. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის 7 სექტემბრის ბრძანებაშია ნათქვამი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დოკუმენტის თანახმად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის გამგეობის 11 მოხელეზე პრემიის სახით ჯამში 10 150 ლარი გამოიყო. აქედან, ყველაზე მეტი 1 250 ლარი გამგებლის, მისი პირველი მოადგილისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის სახელზეა გამოწერილი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 31 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ჯამში, 3 322 მეხანძრე-მაშველი იყო დასაქმებული. მათი ყოველთვიური ანაზღაურება თბილისში 930 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ხოლო რეგიონებში 630 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შეადგენს.

იტვირთბა....