ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ ბავში ფანჯარაზე აცოცდა და თავი ვეღარ შეიკავა. უცნობია ბავშვი სახლში ვისთან ერთად იმყოფებოდა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი დაზიანებები თავის არეში და ასევე მთელ სხეულზე აღენიშნება. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯამრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

იტვირთბა....