დღეს დილას, სანზონაში მდებარე მეოთხე (ყოფილი მერვე) საუნივერსიტეტო კლინიკაში, საავადმყოფოში საკუთარ კაბინეტში ექიმ- ანესთეზიოლოგი გიორგი ანდრიაძე გარდაცვლილი იპოვეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ ექიმის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც კლინიკაში ყვებიან, 33 წლის ექიმმა, წუხელ ოპერაცია ჩაატარა და შემდეგ ექიმის მოსასვენებელ ოთახში შევიდა. ის ღამის 12 საათის შემდეგ აღარავის უნახავს.
თუმცა დილით, კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომლემა სამუშაო ოთახში, მაგიდასთან გვერდით დავარდნილი იპოვა. ექიმი უკვე გარდაცვლილი იყო. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. გარდაცვლილის ცხედარი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.
საქმის კურსშია გარდაცვლილის ოჯახი, მათივე თქმით, ადგილზე მისულები არიან სამართალდამცველები და გამომძიებლები, რომლებიც სიტუაციას ადგილზე სწავლობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ საქმეზე გამოძიება, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც (თვითმკვლელობამდე მიყვანას) გულისხმობს.