საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოგზაურობას გეგმავს. მისი თქმით, ის აპირებს გაემგზავროს უკრაინის რამდენიმე რეგიონში.
“მას შემდეგ, რაც დავუბრუნებ ხალხს ოლიგარქების მიერ მიტაცებულ ქონებას, გავემგზავრები სოფლებში და ხალხთან ერთად ჩავალ კიევში, რათა ეს მოთხოვნები წარვუდგინო უკრაინის ხელისუფლებას”, – განცხადება, სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
“პირადი კონფლიქტი პოროშენკოსთან არ მაქვს. პრემიერი გროისმანი ჩემი დამსახურებით არის პრემიერი. სწორად მოვიქეცი, როდესაც მოხსნეს თანამდებობიდან იაცენუკი და შემდეგ ის დანიშნეს. პრემიერ გროისმანს დაავიწყდა, რომ ჩემი დამსახურებით ზის სავარძელში და ითხოვს ჩემს დაპატიმრებას. არანაირი კონფლიქტი გროისმანთან არ გამაჩნია, ასევე არ გამაჩნია კონფლიქტი ავაკოვთან, მაგრამ გამაჩნია კონფლიქტი ამ სისტემასთან. ამიტომ მოვაგროვებ ყველა ამ ფაქტს და ხალხთან ერთად მივალ და შევქმნი ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს. გზაზე შეუძლიათ დამკითხონ, შეუძლიათ შემაფერხონ, მაგრამ არ მეშინია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. მას თან ახლდა მისი ოჯახის წევრებიც.
ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.