ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პუტინს ჩემი წაგება და ტრამპის გამარჯვება უნდოდა”

აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს არჩევნებში მისი გამარჯვება არ სურდა. ამის შესახებ მან USA Today-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელმაც დაადასტურა, რომ ტრამპს და პუტინს ჰქონდათ კომუნიკაცია.

„ტრამპსა და რუსეთს შორის კომუნიკაციას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ეჭვგარეშეა, პუტინს ჩემი წაგება და ტრამპის გამარჯვება უნდოდა. ტრამპის თანაშემწეების კავშირი კრემლთან უკვე დადასტურებულია,“  – აღნიშნა კლინტონმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში დღემდე საუბრობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას ადგილი ჰქონდა კრემლის, რუსეთის უშიშროების ჩარევას.

იტვირთბა....