ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადიციაზე გადაწყვეტილება მიიღოს”

საქართველოს  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ​სამართლებრივად საქართვლოს მხარემ ყველაფერი გააკეთა, რომ უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადიციაზე გადაწყვეტილება მიიღოს. წულუკაინი ამბობს, რომ ისინი ახლა უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

“ჩვენი მხრიდან ყველაფერია სამართლებრივად გაკეთებული, რათა ​უკრაინის პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეთ დოკუმენტაცია როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურადაც. პროცედურები დავიცავით და ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. თუ რას გადაწყვეტს უკრაინული სასამართლო, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს.

თავად საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა ამოწურულია და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას.  პოლიტიკოსი სააკაშვილი არის წარსული, დღეს ის, ვისაც აინტერესებს სააკაშვილი, არის საქართველოს პროკურატურა, რადგან მას ოთხ მნიშვნელოვან საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს”, – განაცხადა წულუკიანმა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.  ქართულმა მხარემ უკრაინას ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა.

 

 

იტვირთბა....