ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

სპეცოპერაცია თურქეთში: 63 მოქალაქეა დაკავებული

თურქეთის 21 პროვინციაში სამართალდამცავები 63 მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციას ატარებენ, მათ შორის არის 45 ნაციონალური სადაზვერვო ორგანიზაციის თანამშრომელი. ყველა მათგანი დადანაშაულებულია ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობაში.

შეგახსენებთ, რომ გიულენის მომხრეების დაკავება და სამსახურებიდან გათავისუფლება 2016 წლის 16 ივნისის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში სამსახურებიდან დათხოვილ იქნა 140 ათასზე მეტი თანამშრომელი და დააკავეს 50 ათასზე მეტი მოქალაქე.

იტვირთბა....