ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის უკრაინის შიდაპოლიტიკური თემა, ამაზე პრეზიდენტი კომენტარს ვერ გააკეთებს”

საქართველოს პრეზიდენტის  გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთებას ზედმეტად მიიჩნევს. მარგველაშვილის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ უკრაინის შიდაპოლიტიკურ საკითხებზე კომენტარების გაკეთება არაკორექტული იქნება.

„ეს პროცესი, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნის, მეზობელი ქვეყნის უკრაინის შიდაპოლიტიკური თემა, შიდაპოლიტიკური საკითხი. ამიტომ, ჩვენგან ზედმეტი კომენტარების გაკეთება არ არის რელევანტური. პროცესი როგორ განვითარდება, ამას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ”,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ,  მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვიეს და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდნენ. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....