„კორტების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია აცხადებს, რომ ის პროკურატურაში დაკითხვაზე არ მივა. ხვიტაია პროკურატურას უნდობლობას უცხადევს და სასამართლოსს დაკითხვას ითხოვს:
“პროკურატურაში აღარ მივალ, რადგან მოწმე კობა გოგატიშვილი ნამდვილად თავისი სურვილით იყო მოსული ჩემთან და გადმომცა ინფორმაცია, რომელიც დიდი ალბათობით არის რეალური. ამ ინფორმაციამ გაჟონა და მოწმე აღმოჩნდა პროკურატურის ადვოკატების – მოსიაშვილის და ჩიქოვანის ხელში. მათ მოწმე აიძულეს მიეცა სხვა ჩვენება. ასევე ტყუილია გოგატიშვილის ჩვენება, რომ თითქოს მასზე რაიმე ზეწოლას ვახდენდით”, – განაცხადა ნინო ხვიტიამ.
ცნობისათვის, პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.