ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდა პოლიტიკური თამაშია, ეს პოლონეთს არ ეხება”

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიტოლდ ვაშიკოვსკის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა უკრაინის შიდა საქმეა და პოლონეთი ამაში არ ერევა. მისი თქმით, სააკაშვლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა, პოლონეთის საზღვარი კანონიერად გადალახეს. დანარჩენი მის ქვეყანას აღარ ეხება.  „სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდა პოლიტიკური თამაშია“, – განაცხადა მან.  ვაშიკოვსკის თქმით, პოლონეთი ამ სიტუაციის მონაწილე მხარე არ არის.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....