ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„იმედია, რომ ბოლომდე ყელამდე არ ჩავეფლობით და პოროშენკო თან არ ჩაგვიყოლებს“

ანალიტიკსო და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ქმედებების განსაზღვრა ახლა ყველაზე რთულად პროგნოზირებადია, რადგანაც მძიმე სიტუაციაში იმყოფება. მისი აზრით, მან საკუთარი თავი, ამ მდგომარეობამდე თავადვე მიიყვანა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პოროშენკომ ფატალური შეცდომა დაუშვა, როდესაც სააკაშვილს მოქლაქეობა ჩამოართვა, რადგანაც ამით  საქართველოს მესამე პრეზიდენტს მეორე პოლიტიკური სიცოცხლე აჩუქა. ანალიტიკოსის განცხადებით, სააკაშვილი ცნობილი კრიზისული ლიდერია და ის ასეთ სიტუაციაში, როგორც თევზი წყალში თავს ისე გრძნობს.

„რეალურად ახლა ყველაზე დინამიური სცენარი თამაშობს. პოროშენკომ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ყველა მისი წიინააღმდეგ იმოქმედებს. მას სერიოზული პრობლემები აქვს. შესაბამისად მისი შემდეგი შეცდომა რა იქნება რთული პროგნოზირებადია.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პოროშენკომ ერთადერთი ვისი გაცურებაც მოახერხა, ეს საქართველოს ხელისუფლებაა, რომლის ჩათრევაც სცადა და ნაწილობრივ გამოუვიდა კიდევაც. იმედს ვიტოვებ, რომ ამ პოლიტიკურ მარაზმში ბოლომდე ყელამდე არ ჩავეფლობით და პოროშენკო თან არ ჩაგვიყოლებს.

ფაქტია, რომ სააკაშვილს პოლონეთის მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა აქვს. პოლონეთის უკან კიდევ ვინ დგას, ეს მხოლოდ შეგვიძლია, რომ ვივარაუდოთ. ასე რომ ეს ასეთი საქილიკო და სასაცილო თემა არ არის, როგორც ეს თბლისში ზოგიერთებს ჰგონია.

უკრაინის ხელისუფლების ავტორიტეტი მოსახლეობაში ნულის ტოლია. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები კატალიზატორად მიხელ სააკაშვილს გამოიყენებენ. რით დასრულდება ეს ყევლაფერი, ძალიან რთული სათქმელია, რადგანაც უკრაინაში ძალიან ბევრი იარაღია და საიდან რა გაისვრის კაცმა არ იცის. პოროშენკომ „გაიჩალიჩა“ და გუშინ ეს უკრაინის საზღავრზე დაგვირგვინდა“,-ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

მისი თქმით, ახლა ყევლაზე ცუდი სცენარი სააკაშვილის დაკავება და მისი საქართველოში ექსტრადირებაა. ანალიტიკოსის აზრით, ეს საქართველოსთვის პოლიტიკურად სერიოზული პრობლემა გახდება. ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას ეს რისკები უნდა შეეფასებინა.

ხუხაშვილის განცახდებით, რაც შეეხება რუსეთის ქმედებებს, კრემლს ახლა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია ძალიანაც აწყობს და პოლიტიკური მდგომარეობა რაც უფრო კრიზისულ ფაზაში გადავა, მისთვის უფრო ხეირის მომცემი იქნება.

შეგახსენებთ,  მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვიეს და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდნენ. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

 

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....