ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კანონმდებლობა: როგორ ისჯება უკრაინაში საზღვრის დარღვევა ორგანიზებული ჯგუფით

“მეტრონომი” დაინტერესდა, თუ რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაული, რომელსაც აანონსებენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნება მიცემული.

უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, კერძოდ, ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უკრაინის საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, როცა ის განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9-წლამდე, 3 წლით გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობის უფლების აღკვეთით.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვიეს და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდნენ. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

 

იტვირთბა....