არჩევნები პოლიტიკა

პრემიერმა გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში, გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით, სამი კანდიდატი იბრძოლებს.

ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება; ლანჩხუთის – ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის – ირაკლი კუჭავა.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მათ სრულ ნდობას უცხადებს.

პრემიერ-მინისტრი მერობის კანდიდატებს საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.

იტვირთბა....