თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის ვაგონები იმოძრავებენ. მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა.
კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, შეიცვალა ვაგონების ფერი, გარე და შიდა დიზაინი. ვაგონებში დამონტაჟდა შიდა და გარე დაკვირვების საკონტროლო კამერები. მგზავრებისთვის განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დამტენები.
ელექტრო-მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ახალი ვაგონები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა. მისი განცხადებით, 2017 წლიდან მეტროს მგზავრებს სრულიად ახალი რვა განსხვავებული ფორმისა და დიზაინის ვაგონი ივლის.