ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კრაკოვეცის გამშვები პუნქტის მახლობლად სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

კრაკოვეცის გამშვები პუნქტის მახლობლად სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კამუფლაჟში ჩაცმული პირები პოლიციამ შესამოწმებლად გააჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა.

ამ დროისთვის დაკავებულთა ვინაობა და მათი სასაზღვროს რაიონში ყოფნის მიზეზები დგინდება. გავრცელებული ცნობით, შემოწმების დროს ეჭვმიტანილებს გაზის ბალონები, ლითონის ნივთები და იარაღიც აღმოაჩნდათ.

რამდენიმე დაკავებული წარსულში ნასამართლევია. დაკავებულები უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები არიან.

შეგახსენებთ,საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინაში ელოდებიან. კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შეკრებილები არიან სააკაშვილის თანაგუნდელები, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად, საზღვართან მობილიზებულები არიან უკრაინის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ადამიანები, ე.წ. ტიტუშკები. ადგილზე შეკრებილები ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავენ.

თავდაპირველად სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადასაკვეთად ავტობუსით გაემგზავრა, მოგვიანებით კი მან გეგმები შეცვალა და პოლონეთიდან, უკრაინული მატარებლით გადაწყვიტა საზღვრის გადაკვეთა. მოგვიანებით, მას და სხვა მგზავრებს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მითითებით, განუცხადეს, რომ სანამ ის მატარებელს არ დატოვებდა, ტრანსპორტი უკრიანისკენ არ დაიძვრებოდა. შემდეგ კი ევროპარლამენტარის ჩარევით, ცნობილი გახდა, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება.

იტვირთბა....