ევროდეპუტატის ჩარევით და პოლონეთის ოფიციალური უწყებების გადაწყვეტილებით, მატარებელი, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა და რომელიც შეჩერებული იყო იმ მიზნით, რომ სააკაშვილს მატარებელი დაეტოვებინა, ახლა უკრაინის მიმართულებით გაემგავრება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
სულ მალე მატარებელი სადგურ მოსტიცკაზე გაემგზავრება, საზღვრის კონტროლი სწორედ იქ მოხდება.
სავარაუდოდ, სააკაშვილს საზღვართან მისი მხარდამჭერები დახვდებიან. ის უკრაინაში თავის ოჯახთან, ევროდეპუტატებთან, ჟურნალისტებთან და უკრაინის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, იულია ტიმოშენკოსთან ერთად მიემგზავრება.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების მითითებით, სააკაშვილს, რომელიც პოლონეთში უკრაინულ მატარებელში იჯდა, გამოუცხადეს, რომ სანამ ის მატარებელს არ დატოვებდა, უკრაინაში ვერ გაემგზავრებოდა.
მანამდე კი სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და გადაწყვიტა, რომ მას უკრაინის საზღვარი მატარებლით გადაეკვეთა.
ნახეთ LIVE – რა ხდება არ წუთებში უკრაინის საზღვართან.