ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პირველი არხის გადამღები ჯგუფი ავტობუსში, რომლითაც სააკაშვილი უკრაინაში მიემგზავრება, არ აუშვეს

პირველი არხის ჟურნალისტი, პოლონეთიდან, საიდანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ ჟურნალისტებთან ერთად ავტობუსით გამოემგზავრა, იუწყება, რომ აღნიშნულ ავტობუსში პირველი არხის ჟურნალისტები არ აუშვეს. 

როგორც ჟურნალისტი გურამ როგავა ამბობს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პირველი არხი დაახასიათა როგორც პრო-რუსული არხი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში ავტობუსში იმყოფება თავის ოჯახთან, უკრაინის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან იულია ტიმოშენკოსთან, სხვადასხვა ევროპელ დეპუტატებთან და ჟურნალისტებთან ერთად. ისინი უკრაინისკენ მიემართებიან, საზღვარზე სააკაშვილი შეეცდება უკრაინაში შესვლას. თუმცა, უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მას ქვეყანაში არ შეუშვებენ და უკან გააბრუნებენ.

იტვირთბა....