ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ივანიშვილი უკრაინის მტერიცაა”: სააკაშვილი და ტიმოშენკო უკრაინის საზღვრისკენ მიდიან

კრაკოვეცში ავტობუსით გაემგზავრნენ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო და სხვადასხვა ევროპელი დეპუტატები.

გამგზავრების წინ, ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია უკრაინული ოპოზიციის გაერთიანება ქვეყნის დემოკრატიის და კონსტიტუციის დასაცავად.

“აქ რაც ხდება, არ ხდება მხოლოდ უკრაინისთვის, ეს ხდება საქართველოსთვისაც, რადგან უკრაინას და საქართველოს, ოლიგარქების სახით ჰყავს საერთო მტრები, დიახ, ივანიშვილი უკრაინის მტერიცაა” – განაცხადა ავტობუსში ასვლისას სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილი უკრაინის საზღვართან ოჯახთან ერთად მიდის, რომ შეეცადოს ქვეყანაში შესვლას, რადგან მისი განცხადებით, ეს არის ერთადერთი გზა სამართლებრივად გააგრძელოს ბრძოლა უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად.

დაახლოებით ერთი თვის წინ, სააკაშვილს მაშინ ჩამოართვეს მოქალაქეობა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს, როცა ის კიევიდან აშშ-ში გაემგზავრა.

იტვირთბა....