საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ჟეშუვში იმყოფება, სადაც პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სააკაშვილი პრესკონფერენციას ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გამართავს, თბილისის დროით კი 12:00 საათზე.
ქალაქ ჟეშუვში ასევე ჩავიდა პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას გეგმავს. მან გუშინ სოციალირ ქსელში დაწერა, რომ უკრაინაში თავის უმცროს შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მიემგზავრება.