ბათუმში, ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ imedinews-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ლერმონტოვისა და მოსკოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.