ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მეტრო” ორი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე: შრომის უსაფრთხოების კუთხით, ყველა საჭირო პროცედურა იყო დაცული

ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ორი მამაკაცის ჩამოვარდნის და გარდაცვალების ფაქტზე კომპანია “მეტრო” განცხახებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ „მეტროს“ კომპლექსის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული.

„მეტროს“ დირექტორი რაულ კახაძე მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების გამო:

„პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების გამო და ვიზიარებთ მათი ოჯახის დიდ ტრაგედიას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „მეტროს“ კომპლექსის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული. კომპანიის ყველა თანამშრომელი იყო დაზღვეული, შესაბამისად, მიიღებენ კომპენსაციას. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დაველოდებით გამოძიების შედეგებს და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან“, – აცხადებს კომპანია „მეტროს“ დირექტორი რაულ კახაძე.

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ორი ახალგაზრდა კაცი ჩამოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესების დარღევევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

იტვირთბა....