ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ორი მამაკაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესების დარღევევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.