პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
რადიოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მავთულხლართები გააბეს შესასვლელი ზონის გასწვრივ.
უკრაინელი მესაზღვრეები აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი აქტივისტების საზღვარზე შემოჭრის გამორიცხვაა.