საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა. კანდიდატს პარლამენტი ნდობას მომავალ პლენარულ სხდომაზე გამოუცხადებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ კანონმდებლები აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს, ირაკლი მექვაბიშვილს ნდობას გამოუცხადებს.
ირაკლი მექვაბიშვილი ამბობს, რომ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემთხვევაში, სამსახური გახდება უფრო ეფექტური, მოქნილი, გამჭირვალე და დამოუკიდებელი.