ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთის გუბერნატორი: ქარის გამო, კოხტას მთაზე, უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა

ქარმა გამოიწვია ის, რომ ართანაში, კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მაშველებს და მეხანძრეებს უწევთ იმ სამუშაოების თავიდან შესრულება, რაც გუშინ დასრულებული იყო და მხოლოდ ერთი აქტიური კერა იყო დარჩენილი. ქადაგიშვილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი არ გაღვივდება:

“ეს გვირთულებს სამუშაოს, მაგრამ გვიწევს იმის გაკეთება, რაც გავაკეთეთ გუშინ. რაც შეეხება ცეცხლის გავრცელებას და ახალი კერების წარმოქმნას, ვფიქრობთ, ჩვენი ძალების მობილიზაცია და ვერტმფრენების მუშაობა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ცეცხლი არ გავრცელდება, უბრალოდ უკვე ცეცხლმოკიდებული და ჩამქრალი კერების ხელახალი აქტივიზაცია მოხდა და ამან გამოიწვია დაკვამლიანების გაძლიერებაც”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში.

მისი ინფორმაციით, ადგილზე შექმნილი შტაბი მუდმივ რეჟიმში მუშაობს.

იტვირთბა....