ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ ის აუცილებლად აღსრულდება”: ბესელია სააკაშვილის საქმეზე

“მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება”, – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა,

მისი თქმით, როცა ის უკრაინის მოქალაქე აღარ არის, სამართლებრივი პროცედურები გრძელდება. დღის წესრიგში საკითხი ისევ დადგა და აბსოლუტურად გამართლებულია მოთხოვნა, როცა ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს, რადგან მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა ქართული მართლმასჯულების მიერ.

“აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იგივე თემაზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ თავად მომართა ქართულ მხარეს წერილით – იყო თუ არა ძალაში სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი.

შეგახსენებთ, ქართულმა მხარემ უკრაინას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრატირების მოთხოვნით უკვე მესამედ მიმართა.

იტვირთბა....