ახალი ამბები მთავარი სამართალი

საღამო საათებში ქარის სიჩქარე მოიმატებს: ვაჟა-ფშაველაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა

საღამოს საათებში თბილისში ქარის სიჩქარე მოიმატებს და 8 სექტემბრიდან თანდათან შესუსტდება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში აცხადებენ.

ძლიერმა ქარმა რამდენიმე ქუჩაზე ხე წააქცია, დააზიანა გარე განათების ხაზები ლუბლიანასა და ჩხიკვიშვილის ქუჩაზე. რამდენიმე ოჯახს ელექტრომომარაგებცა შეუწყდა.

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. მოგლიჯილი ხე ხილ-ბოსტნის მაღაზიასა და ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უმოკლეს დროში მოხდა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ძლიერმა ქარმა რუსთავში სახლებს სახურავი ახადა. ასევე, რუსთავში ძლიერმა ქარმა შარტავას გამზირზე, სარეკლამო ბანერი მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებუ

უამინდობის გამო შავი ზღვის სანაპიროზე კი 5-ბალიანი შტორმია, რის გამოც სანაპიროზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული.

იტვირთბა....