დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დაიკითხება. როგორც ირკვევა, ბურჯანაძე ჩვენებას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემს.
“მე შევხვდი ვალერი გელაშვილს მაშინვე როგორც კი ეს ამბავი მოხდა. როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ნათელი იყო, რომ ეს არ იყო არა ჩვეულებრივი ცემის ფაქტი, არამედ სპეცოპერაცია და ამასთან დაკავშირებით მე სააკაშვილთანაც მქონდა საუბარი, რომელსაც ეს არ უარყვია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მისთვის პირადად არ უთქვამს, რომ დეპუტატის ცემის დავალება მაშინდელ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს მისცა.
“მას არ უთქვამს, რომ გელაშვილის ცემის დავალება მან გასცა, მაგრამ საქმის კურსში იყო და კითხვაც კი შემოგვიბრუნა: სააკაშვილმა თქვა, განა არ იყო საცემიო? სააკაშვილი საქმის კურსში იყო მის გარეშე ვერავინ ვერ სცემდა დეპუტატს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
იტვირთბა....