ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერმა ქარმა დიღომში ხეები მოგლიჯა, რუსთავში კი სახლების სახურავები დააზიანა

დიღომში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცადებენ, რომ რამდენიმე მისამართზე სამაშველო ჯგუფები მივიდნენ.

ძლიერი ქარია რუსთავშიც, რასაც ხანმოკლე წვიმაც დაერთო. რამდენიმე მისამართზე დაზიანებულია სახურავი და დამტვრეულია ხის ტოტები.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, მოსახლეობისგან ქარის შედეგად სახურავის დაზიანების შესახებ ამ დროისთვის ორი შეტყობინება შევიდა.

ამ დროისთვის გზები გაწმენდილია ააიპ ,,უზრუნველყოფის” მიერ. ასევე მიმდინარეობს ავარიული ხეების დამუშავება.

იტვირთბა....