ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს მთავრობის მანიპულაციებია, ლარის ვარდნა ნუ გაგვიკვირდება”

“არჩევნების წინ ასეთი თამაში გაცვლით კურსთან გონიერი მთავრობის მხრიდან არ უნდა მოდიოდეს”. – ასეთი განცხადება გააკეთა პროფესორმა ლადო პაპავამ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

“ბიუჯეტში თავმოყრილია თანხები, რომლებიც უნდა დაიხარჯოს, თუმცა ვერ იხარჯება და კომერციული ბანკების ანგარიშებზეა გადასროლილი, რადგან პროცენტი დაერიცხოთ და ბიუჯეტმა აქედან შემოსავალი მიიღოს. ეს კი ბუნებრივია, ფულის მასასა და მიწოდებას ზრდის. შესაბამისად, ნუ გაგვიკვირდება, რომ ლარი უფასურდება. ეს ყველაფერი მთავრობის მანიპულაციებია. გაცვლით კურსთან ასეთი თამაშები, მით უფრო არჩევნების წინ, გონიერი მთავრობის მხრიდან არ უნდა მოდიოდეს,“- განაცხადა პაპავამ.

პაპავა ამბობს, რომ ლარის გაუფასურება იმპორტირებული პროდუქტის ფასზე აისახება და მათი ღირებულების ზრდას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, ლარი პერმანენტულად ეცემა.

იტვირთბა....