კახა კალაძემ ამის შესახებ გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მისი კარიერული წინსვლა სწორედ ამ რაიონიდან დაიწყო.
„ჩემი წარმატება ზუსტად ამ რაიონიდან და კონკრეტულად ამ ადგილიდან – გლდანის მესამე მიკრორაიონიდან დაიწყო. სულ რაღაც 13 წლის ვიყავი, როდესაც სამტრედიიდან ჩამოვედი. არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამე მიკრო რაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან. მინდა ამ რაიონს დღეს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა“ – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს, კახა კალაძემ გლდანის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. გლდანის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ოთხი კანდიდატი – ოთარ გრიგოლია, შალვა ოგბაიძე, გულია გოცირიძე, ქეთევან ჯოხაძე იბრძოლებს.