თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, პირდაპირ განაცხადონ, უნდათ თუ არა თურქეთის წევრ სახელმწიფოდ მიღება. „წევრმა ქვეყნებმა გულწრფელად და ღიად უნდა ისაუბრონ თურქეთთან მიმართებაში”, – განაცხადა ერდოღანმა.
„თუ ვერ იტანთ თურქეთთან ურთიერთობების ამჟამინდელ ფორმატს, მაშინ განაცხადეთ მისი დასრულება და ეს მამაცურად გააკეთეთ. ეს ყველას დაანახებს თქვენს ჭეშმარიტ სახეს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
მან ევროკავშირს „ფარისეველი და პოლიტიკური ზნედაცემული“ უწოდა.