თბილისელმა მოქალაქემ შსს-ში დარეკა და შეატყობინა, რომ შეყვარებულზე განაწყენებული მისი მეგობარი მტკვარში გადახტა. 22 წლის გოგონას ძებნის სამუშაოებში მაშველები კატერებით ჩაერთვნენ.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, პოლიციელებმა ის ახლობლის სახლში უვნებელი იპოვეს.
აღმოჩნდა, რომ გოგონამ სუიციდის ინსცენირება მოაწყო, რადგან შეყვარებულზე ნაწყენი იყო. მან თავის მეგობარს შსს-ში დარეკვა და იმის თქმა სთხოვა, რომ ის მტკვარში ხტებოდა.
როგორც ირკვევა, კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება და სამართალდამცველებმა გასაუბრების შემდეგ ის სახლში გაუშვეს.