aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყოფილი ბერი: “ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რესპუბლიკურმა პარტიის” წარმომადგენელი ლაშა ომარაშვილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიის პირველ ხუთეულშია, აცხადებს, რომ “ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა”. აღსანიშნავია, რომ ლაშა ომარაშვილი 8 წელი ბერად იყო აღკვეცილი ათონის მთაზე.

“რესპუბლიკელების” ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ომარაშვილი არის უნიკალური პიროვნება და ლიბერალიზმის სერიოზული მედროშე.

“ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა. ქრისტე აღარ არსებობს თანამედროვე საზოგადოებაში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ პოსტქრისტიანულ სამყაროში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმდენად ჩამორჩება ამ მეინსტრიმსა და თანამედროვე მსოფლიოს განვითარებას, მან ეს ჯერ არ იცის.” – ასეთი განცხადება გააკეთა ომარაშვილმა “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში გადმოსულია რუსული, ცარისტული ტრადიცია, სადაც, ფაქტობრივად, ის ყველა სფეროს მოიცავს და ყველა სფეროს ტოტალური კონტროლი სურს. ეკლესია მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული ორი რამისთვის იბრძვის: ფული და ძალაუფლება. ომარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესაც ამ ორი რამისთვის იბრძვის და მეტი არაფრისთვის.

ნეტგაზეთი

 

იტვირთბა....