ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირველი კადრები ვაკეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ (ვიდეო)

სოციალურ ქსელ facebook-ზე  ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კაცის მიერ ცოლის მიმართ დაჭრის ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო ვრცელდება. კადრებში ჩანს როგორ აღმოუჩინეს პირველადი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ექიმებმა ცოლის დაჭრაში ეჭვმიტანილ კაცს, რომელმაც შემდეგ თავადაც მიიყენა თვითდაზიანებები:

შეგახსენებთ, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, იცნიდენტი მოხდა. ქმარი ეჭვმიტანილია,  ცოლის დაჭრაში. თვითვმხილელების ცნობით, მამაკაცმა იმის შემდეგ, რაც ცოლი დაჭრა, თვითდაზიანება ყელის არეში დანით მიიყენა.

როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი, 11-პრიმა მუხლითა (ოჯახური ძალადობ) და 19, 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, დაჭრილ ქალბატონს აღენიშნება 9 ჭრილობა, ზურგისა და გულმკერდის არეში, ხოლო მამაკაცს ყელის არეში – ერთი ჭრილობა.

ვაკეში ინციდენტის დროს დაზარალებული ქალის მამიდა ციცო ფუტკარაძე აცხადებს, რომ ქმარმა ქალი სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა:
“რომელი მეუღლე არ იქნება კონფლიქტური, როდესაც საეჭვიანო ექნება. რამდენად მართალია ეს საეჭვიანო, არ ვიცი, მაგრამ საერთოდ თბილისში თუ მუშაობდნენ, ეგეც არ ვიცოდი. ცხოვრობდნენ სოფელში. ჰყავთ სამი შვილი”, – განაცხადა დაზარალებულის მამიდამ.

ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, -ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა მიაწოდა. მისივე თქმით, ორივე პაციენტს ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდათ. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე კვლავ ემუქრება.

ექიმის თქმითვე, ქალს კვლავ ჩაუტარდება ერთი ოპერაცია.

იტვირთბა....