ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სავარაუდო მიზეზი: რა მოხდა ვაკეში ყოფილ ცოლ-ქმარს შორის

ვაკეში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მცირე დეტალები ირკვევა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მან დაინახა, თუ როგორ საუბრობდნენ ხმამაღლა მამაკაცი და ქალი “პიქსელის ცენტრის” მიმდებარედ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ზურგში ჭრილობა ორჯერ მიაყენა.

დაზარალებულიც და თავდამსხმელიც “ალგანის” დაცვის სამსახურში მუშაობდნენ. სხვადასხვა ობიექტზე. ინცინდენტის მიზეზი სავარაუდოდ ყოფილი ქმრის ეჭვიანობა გახდა.

შეგახსენებთ, დღეს, ვაკეში ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მცდელობაში მისი ყოფილი ქმარია ეჭვმიტანილი. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალს, სამსახურში სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობაში, ყოფილი ქმარი მიუვარდა, რომელმაც მას ცივი იარაღით მძიმე ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ კი მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. ორივე მათგანი მძიმე მდგომარეობაში  საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი, 11-პრომა მუხლით ოჯახუი ძალადობა და 19, 108-ე  განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....