ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურთას მგელი შეესია. ადგილობრივები ამბობენ, რომ დღეს, მონადირეებმა კიდევ 2 მგელი მოკლეს. მათ კომენტარს “აიპრესი” ავრცელებს:
“შორიდან შევნიშნეთ როგორ მოდიოდა ნადირი, დავუკავშირდით მონადირეებს, სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად ორივე მგელი მოკლეს. ჩვენი სოფელი მჭიდროდ დასახლებულია, გვყავს ბავშვები, ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, სოფელი რომ არ დაცარიელდეს, მოახდინონ დროული რეაგირება”, – აცხადებენ ადგილობრივები.
ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოფელ ურთაში 11-მდე მგელია მოკლული.