ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

ინდოეთში გაზეთის რედაქტორი მოკლეს

ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული, ცნობილი ინდოელი ჟურნალისტი, გაური ლანკეში მისივე სადარბაზოსთან იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თვითმხილველები ინფორმაციით, მას შეიარაღებულმა მამაკაცებმა, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ თავის და გულმკერდის არეში ესროლეს.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები, რომლებიც ინდუსი ნაციონალისტების მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან, კარგა ხანია უკვე ლანძღვის ობიექტებად იქცნენ. ბევრ ქალ ჟურნალისტს სოციალურ ქსელში გაუპატიურებით და ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან.

გაური ლანკეში ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი იყო. მისი თანამშრომლები მას ახასიათებენ, როგორც უშიშარ და გულახდილ ჟურნალისტს. ის ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების მიმართ კრიტიკული სტატიებით გამოირჩეოდა.

იტვირთბა....