არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლების გეგმა ჩავშალეთ”: ელისაშვილმა ცესკოსგან პასუხი მიიღო

თბილისის მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც ცესკოში წარსადგენად, ბოლო პერიოდში ხელმოწერებს აგროვებდა, საარჩევნო კომისიამ მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა – ეს განცხადება ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საარჩევნო კომისიამ აქტი გამოსცა და მე დამარეგისტრირა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად. როგორც ცნობილია, შემჭიდროებულ ვადებში მომთხოვეს 10 000 ხელმოწერის მიტანა და ჩვენ ორჯერ უფრო მეტი ხელმოწერა – 20 000 ხელმოწერა მივიტანეთ. შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა ანგარიში გაეწია ხალხის არნახული ენთუზიაზმისთვის და მოსახლეობის საოცარმა თავდადებამ, ხალხის მხარდაჭერამ თავისი გაიტანა. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ერთის მხრივ ჩავშალეთ ხელისუფლების გეგმა, რომ მე ბიუროკრატიული ხერხებით დავრჩენილიყავი საარჩევნო პროცესის მიღმა. მეორეს მხრივ უკვე მივაღწიეთ ერთ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეს გამარჯვება, ხელმოწერების შეგროვების დროს გამოვლენილი ენთუზიაზმი მარწმუნებს იმაში, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩვენ თბილისში ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ ხალხთან ერთად”, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ცესკომ ელისაშვილს 10 000 ხელმოწერის შეგროვება დაავალა.

იტვირთბა....