ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მონა ხარ, მოსამართლე”: ბრალდებული დეკანოზის ძმა

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

საუკუნის სასამართლო პროცესზე, ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა –  მოსამართლემ ბრალდებულ დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესს არ დაესწრო.  მიზეზი უცნობია.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ბრალდებულის ძმამ მოსამართლეს მონა უწოდა:

“მონა ხარ, მოსამართლე”-მიაძახა მამალაძის ძმამ და  დარბაზი დატოვა.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

იტვირთბა....