ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოხტას მთის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაციის ჩართვა ვერ მოხერხდა

კახეთში კოხტას მთის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაციის ჩართვა ვერ მოხერხდა.  ამის მიზეზი კი ართანას ტყეში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე ნისლი და ძლიერი დაკვამლიანებაა, რაც ვერტმფრენს სამუშაო პროცესს ურთულებს. მთის ფერდობზე ამ დრომდე რჩება ცეცხლის ოთხი კერა – ადგილზე ცოცხალი ძალაა მობილიზებული.

მაშველებს მობილური ავზებით წყლის მარაგს აწვდიან. რთული რელიეფის გამო, მთაზე სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების დროს, გუშინ ართანაში 2 მეხანძრე-მაშველი ქვის ცვენის დროს მსუბუქად დაშავდა.

 

იტვირთბა....