aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობის ახალი განრიგი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, როგორც ირკვევა, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება“, – ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.
„5 სექტემბერს, 08:00-დან 23:00 საათამდე ბულაჩაურის ქუჩიდან საბურთალოს ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შესაბამისად, იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის განრიგიც: ვაჟა ფშაველას გამზირიდან ავტოტრანსპორტი ბექას ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოძრავ ნაკადს შეუერთდება, შეუხვევს ჯერ გამრეკელის, ხოლო შემდეგ ცინცაძის ქუჩაზე, საიდანაც პეკინის ქუჩის გავლით მარჯვნივ – 26 მაისის მოედნისკენ განაგრძობს გადაადგილებას.
ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ცინცაძე-პეკინი-ჭაბუკიანის ქუჩების გზაჯვარედინზე. აქედან გამომდინარე, პეკინის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას, ტრანსპორტი შეუხვევს ბახტრიონის ქუჩაზე, საიდანაც ამირეჯიბის გზატკეცილით გმირთა მოედანს დაუკავშირდება.
თბილისის მერია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

იტვირთბა....